მიხაილ პოდოლიაკი - მოსკოვის სიტყვებს ფასი არც ქაღალდზე აქვს, არც საუბრის დროს, კარგი ამბავი ისაა, რომ მსოფლიოს აღარ აღელვებს ბარბაროსებისა და მოროდიორების აზრი
მიხაილ პოდოლიაკი - მოსკოვის სიტყვებს ფასი არც ქაღალდზე აქვს, არც საუბრის დროს, კარგი ამბავი ისაა, რომ მსოფლიოს აღარ აღელვებს ბარბაროსებისა და მოროდიორების აზრი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთის პოზიციის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი ნატო-ს შემდეგ, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოდის, კლასიკური თვალთმაქცობაა.

„ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მოსკოვის სიტყვებს ფასი არც ქაღალდზე აქვს და არც მით უმეტეს, საუბრის დროს. კარგი ამბავი ისაა, რომ მსოფლიოს უკვე აღარ აღელვებს ბარბაროსებისა და მოროდიორების აზრი“, – დაწერა „ტვიტერში“ მიხაილ პოდოლიაკმა.

მანამდე რუსეთის ელჩის მოადგილემ განაცხადა, რომ რუსეთმა პოზიცია შეცვალა და ახლა უკვე უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გარდა, მისი ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოდის.