მიხაელ შუმახერის ვაჟი ფორმულა 3-ის ჩემპიონობას მიუახლოვდა
AUTODROMO NAZIONALE, MONZA, ITALY - 2018/09/01: Mick Schumacher , son of F1 legend Michael Schumacher during the Formula One Grand Prix of Italy. (Photo by Marco Canoniero/LightRocket via Getty Images)
ლეგენდარული გერმანელი პილოტის, მიხაელ შუმახერის ვაჟი მიკ შუმახერი ფორმულა 3-ის სერიაში ჩემპიონობის რეალური კანდიდატი გახდა. უმცროსი შუმახერი გუნდ „პრემას“ ღირსებას იცავს.
მიკი 2018 წლის სეზონის პირველ ნახევარში საკმაოდ სუსტად გამოდიოდა, მაგრამ საზაფხულო პაუზამდე ცოტა ხნით ადრე, ბელგიაში, „სპას“ ტრასაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
იქედან მოყოლებული, შუმახერი ყოველ სარბოლო უქმეებზე ადიოდა პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე – მან თითო გამარჯვება მოიპოვა სილვერტოუნისა და მიზანოს ტრასებზე, გასულ უქმეებზე კი ბრწყინვალედ გამოვიდა „ნიურნბურგრინგზე“ – სადაც სამივე რბოლა მოიგო.
The kings of the ring! 🏆🏆🏆🏆🏆5 races, 2 winners. @ReneRastRacing and @SchumacherMick dominated the race weekend at the @nuerburgring. #weloveDTM #DTM2018 #DTMNuerburgring pic.twitter.com/NIeQnkaoZf
— DTM (@DTM) September 9, 2018
ამგვარი გამოსვლის წყალობით, მიკმა პირად ჩათვლაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ამ მომენტისთვის გერმანელი მრბოლელი ჩემპიონატის ლიდერს მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.