მიხაელ შუმახერი მალიორკაზე მდებარე ვილაში გადაიყვანეს, რომელიც ადრე „რეალის“ პრეზიდენტს ეკუთვნოდა
მიხაელ შუმახერი მალიორკაზე მდებარე ვილაში გადაიყვანეს, რომელიც ადრე „რეალის“ პრეზიდენტს ეკუთვნოდა

„ფორმულა 1“-ის ლეგენდარული პილოტი მიხაელ შუმახერი რეაბილიტაციას მალიორკაზე მდებარე ვილაში გააგრძელებს, რომელიც გერმანელის ოჯახმა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესისგან შეიძინა.

იტყობინებიან, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მეუღლემ კორინა შუმახერმა 30 მილიონი ევრო გადაიხადა 1.5 ჰექტარ მიწის ნაკვეთში, რომელშიც განთავსებულია დიდი სახლი ზღვის ხედით, ორი აუზი, ვერტმფრენის დასაფრენი მოედანი და სასტუმრო ვილა.

მალიორკაზე გადასახლებისთვის შუმახერების ოჯახმა დატოვა სახლი შვეიცარიაში, სადაც მიხაელი რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

მიხაელ შუმახერმა თავის ქალის სერიოზული ტრავმა 2013 წლის დეკემბერში, თხილამურებით სრიალისას მიიღო. მას შემდეგ, გერმანელი პილოტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი.

გასულ კვირას ცნობილმა ნეიროქირურგმა ერიხ რიდერერმა TMC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შუმახერის სრულფასოვანი დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა.