მიკელ არტეტა „არსენალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2027 წლამდე დარჩება #1TVSPORT
„არსენალის“ ესპანელი მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა კლუბთან ახალ სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც, ის თანამდებობაზე 2027 წლის ივნისამდე დარჩება, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
კლუბსა და არტეტას შორის შეთანხმება ცოტა ხნის წინ შედგა და ის ხელშეკრულებას ხელს რამდენიმე დღეში მოაწერს.
42 წლის ესპანელმა სპეციალისტმა „არსენალი“ 2019 წლის დეკემბერში ჩაიბარა, მანამდე ის „მანჩესტერ სიტიში“ ხოსეპ გუარდიოლას ასისტენტი იყო.
არტეტასთან ერთად ლონდონური გუნდი პრემიერლიგაში ორჯერ მეორე ადგილზე გავიდა, მან 2020 წელს „არსენალს“ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასიც მოაგებინა.