მიკაელა შიფრინმა სლალომი სენსაციურად წააგო (ვიდეო)

ქალებს შორის სამთო თხილამურების სლალომი სენსაციურად დასრულდა. აბსოლუტურმა ფავორიტმა, ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა ​სოჭში მოპოვებული ტიტულის დაცვა ვერ შეძლო და საერთოდ უმედლოდ დარჩა.

შიფრინი ​ჩემპიონთან ოთხი მეათედი წამის ჩამორჩენით მეოთხე ადგილზე გავიდა. ჩემპიონი კი 32 წლის შვედი ფრიდა ჰანსდოტერი გახდა, რომელსაც აქამდე არც ერთი ოლიმპიური მედალი არ ჰქონია, მსოფლიოს ჩემპიონატებზე კი ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო აქვს მოგებული.

ჰანსდოტერს პირველი ცდის შემდეგ მეორე დრო აჩვენა. ასევე მეორე დრო აჩვენა მეორე დაშვებისას, ჯამში კი პირველი დრო დააფიქსირა, რადგან პირველი ცდის შემდეგ ლიდერს, შვეიცარიელ ვენდი ჰოლდენერს მეორე დაშვება არ გამოუვიდა და საბოლოოდ, ვერცხლი მოიპოვა.

ბრინჯაო მიიღო ავსტრიელმა კატარინა გალჰუბერმა, არადა პირველი ცდის შემდეგ მეცხრე დრო ჰქონდა.

შვედეთმა ​ პიონჩანგის ოლიმპიადაზე მეოთხე ოქრო მოიგო და მედლების ჩათვლაში მეექვსე ადგილზე გადავიდა.