კაცების სუპერგიგანტი მატიას მაიერმა მოიგო (ვიდეო)

სამთო თხილამურებში მამაკაცებმა გამოავლინეს ჩემპიონი მეორე ჩქაროსნულ სახეობაში – სუპერგიგანტში. შეგახსენებთ, რომ წინა დღეს, სწრაფდაშვებაში ნორვეგიელმა აქსელ ლუნდ სვინდალმა გაიმარჯვა, მეორეზე იყო მისი თანამემამულე ჩეტილ იანსრუდი, მესამეზე – შვეცარიელი ბიტ ფოიცი.

ამჯერად, სვინდალი სამეულში ვერ შევიდა და მეხუთე ადგილი დაიკავა, ფოიცმა ვერცხლი მოიპოვა, იანსრუდმა – ბრინჯაო. ჩემპიონი კი გახდა ავსტრიელი მატიას მაიერი. მან ფოიცს 13 მეასედი წამო მოუგო და იანსრუდს – 18 მეასედი.

ეს იყო მაიერის მეორე ოქრო ოლიმპიადებზე. მანამდე, მან სოჭში მოიგო სწრაფდაშვება.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე