ნინო წიკლაური სლალომში პირველი ცდის შემდეგ 43-ე ადგილზეა
ნინო წიკლაური სლალომში პირველი ცდის შემდეგ 43-ე ადგილზეა

სამთო თხილამურებში პარასკევს მედლების ორი კომპლექტი თამაშდება. ერთ-ერთია ქალებს შორის სლალომი, რომელშიც ქართველი ნინო წიკლაური გამოდის. მან უკვე შეასრულა პირველი ცდა და 43-ე ადგილი დაიკავა. ნინო ლიდერს 6.99 წამით ჩამორჩა.

ლიდერი კი გახლავთ შვეიცარიელი ვენდი ჰოლდენერი, რომლის შემდეგაც მოდიან შვედები – ფრიდა ჰანსდოტერი და ანა სვენ ლარსონი.

რაც შეეხება სლალომის აბსოლუტურ ფავორიტს მიკაელა შიფრინს, რომელმაც ერთი დღით ადრე გიგანტურ სლალომში მოიპოვა ოქრო, ის მეოთხეა და ლიდერთან 0.48 წამს აგებს.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე