ქალებს შორის მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპი მიმდინარეობს სამთო თხილამურებში. მოთხილამურეებს სლოვენიის კურორტი კრასკა გორა მასპინძლობს.
აქ პირველი სტარტი იყო გიგანტური სლალომი, რომელშიც საუკეთესო დრო აჩვენა 22 წლის ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა. მან დამაჯერებლად გაუსწრო მეორე და მესამე ადგილზე გასულ ტესა ვორლის (საფრანგეთი) და სოფია გოჯას (იტალია).
შიფრინი დომინირებს წლევანდელ სეზონში – მან უკვე მერვე ეტაპი მოიგო და ლიდერობს სამ დისციპლინაში – სლალომში, გიგანტურ სლალომსა და სწრაფდაშვებაში. ამერიკელს საერთო ჩათვლაში 1181 ქულა აქვს და 500 ქულაზე მეტით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ გერმანელს ვიქტორია რებენსბურგს.