უკონკურენციოდაა ქალებს შორის მსოფლიოს თასის მიმდინარე სეზონში ამერიკელი მიკაელ შიფრინი. შვეიცარიის კურორ სანკტ-მორიტცში გაიმართა სეზონის მერვე სტარტი და მსოფლიოს თასის მოქმედმა მფლობელმა მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.
შიფრინმა ყველას აჯობა ჩქაროსნულ დისციპლინაში – სუპერგიგანტში. მან დისტანცია წუთსა და 11.30 წამში დაფარა და 28 მეასედი წამით აჯობა მეორე ადგილზე გასულ შვეიცარიელ ლარა გუტს. მესამე ადგილზეა ლიხტენშტაინის წარმომადგენელი ტინა ვაირატერი – მისი ჩამორჩენა შიფრინთან 42 მეასედი წამი იყო.
წელს ამერიკელს ასევე მოგებული აქვს სლალომი ლევიში (ფინეთი) და კილინგტონში (აშშ), აგრეთვე, სუპერგიგანტი ლეიკ ლუისში (კანადა).
მიკაელა შიფრინი ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს მსოფლიოს თასის საერთო ჩათვლას. მას 589 ქულა აქვს. მეორეზეა შვეიცარიელი მიშელ გიზინი – 296 ქულა, მესამეზე – რაგნჰილდი მოვინკელი (ნორვეგია) – 264 ქულა.