მედლების კიდევ ერთი კომპლექტი გათამაშდა სამთო თხილამურებში. ორი ცდის ჯამში, ქალებმა გაარკვიეს გამარჯვებული გიგანტურ სლალომში.
არც პირველ და არც მეორე ცდაზე საუკეთესო დრო არ უჩვენებია ამერიკელ მიკაელა შიფრინს, მაგრამ ოქრო გიგანტურ სლალომში სწორედ მან მოიგო. პირველი ცდის შემდეგ, ამერიკელი მეორე იყო.
მეორე ცდისას მეოთხე დრო აჩვენა, საბოლოოდ 2 წუთი და 20.02 წამი აჩვენა და 39 მეასედი წამით აჯობა მეორე ადგილზე გასულ ნორვეგიელს რაგნჰილდ მოვინკელს. ბრინჯაო მოიპოვა ფედერიკა ბრინიონემ.
მიკაელა შიფრინისთვის ეს მეორე ოლიმპიური ოქროა კარიერაში.
ოთხი წლის წინ, სოჭში მან სლალომი მოიგო და ამ დისციპლინაში ის პიონჩანგშიც მთავარი ფავორიტია. სლალომის შეჯიბრი პარასკევს, 05:00 საათზე დაიწყება.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე