მიკ შუმახერმა ფორმულა 2-ში პირველი რბოლა მოიგო
მიკ შუმახერმა ფორმულა 2-ში პირველი რბოლა მოიგო

ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ვაჟმა მიკ შუმახერმა კარიერაში პირველი რბოლა მოიგო ფორმულა 2-ში. ეს მოხდა იტალიის „მონცას“ ტრასაზე. ეს იყო ჩემპიონატის მეშვიდე ეტაპი.

გერმანელმა პილოტმა მეშვიდე პოზიციიდან აიღო სტარტი და ფინიშზე პირველი მივიდა. უახლოეს მდევარს მან სამ წამზე მეტი მოუგო.

იტალიური ეტაპის შემდეგ, უმცროსმა შუმახერმა საერთო ჩათვლაში 143 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა. ის ლიდერს ექვსი ქულით ჩამორჩება.

ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ეტაპია დარჩენილი. თითო ეტაპი ორი რბოლისგან შედგება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2021 წელს, მიკ შუმახერს, შესაძლოა, ფორმულა 1-ში ჰქონდეს დებიუტი.