მიკ შუმახერი - ყველაფერს მივცემდი, მამასთან დასალაპარაკებლად #1TVSPORT
ფორმულა 1-ის გუნდის „ჰაასის“ პილოტმა მიკ შუმახერმა თავის ლეგენდარულ მამაზე, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერზე ილაპარაკა.
„დღეს მე და მამა სხვაგვარად გავუგებდით ერთმანეთს, რადგან ჩვენ ერთი და იმავე ენაზე ვილაპარაკებდით – ავტოსპორტის ენაზე. ბევრი გვექნებოდა საერთო. სწორედ ამაზე ვფიქრობ დროის დიდი ნაწილი. ყველაფერს მივცემდი ასეთი შესაძლებლობისთვის“, – ამბობს მიკ შუმახერი Netflix-ის დოკუმენტურ ფილმში, რომელიც მიხაელ შუმახერს ეძღვნება.
2013 წლის 29 დეკემბერს, მიხაელ შუმახერმა სამთო თხილამურებით სრიალისას თავის მძიმე ტრავმა მიიღო. 2018 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ გერმანელი პილოტი საწოლზე აღარ არის მიჯაჭვული და აღარ სჭირდება ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატი. ინციდენტის შემდეგ, უფროსი შუმახერი პუბლიკის წინაშე არასოდეს გამოჩენილა, მისი ოჯახი კი კომენტარს არ აკეთებს მიხაელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.