მიკ შუმახერი - მზად ვარ ფორმულა 1-სთვის
მიკ შუმახერი - მზად ვარ ფორმულა 1-სთვის

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, ლეგენდარული გერმანელის მიხაელ შუმახერის ვაჟი მიკ შუმახერი მზად არის მომავალ სეზონში ფორმულა 1-ში კარიერის დასაწყებად.

„ბოლო წლებში დამაჯერებლად ვუმატებდი და კმაყოფილი ვარ საკუთარი პროგრესით. ვგრძნობ, რომ მზად ვარ ფორმულა 1-სთვის. გუნდთან ერთად ჩვენ სტაბილურად ვაღწევთ კარგ შედეგებს, ახლა საჭიროა კონცენტრირება მოვახდინოთ მიმდინარე ბრძოლაზე და მოვიპოვოთ საჩემპიონო ტიტული ფორმულა 2-ში.

რამდენად დიდია მომავალ წელს ფორმულა 1-ში გამოსვლის შანსი? ძალიან მინდა ფორმულა 1-ში მოხვედრა. მთელი ჩემი მზადება აქეთკენ არის მიმართული. მაგრამ, ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ ფორმულა 2-ზე. წინ კიდევ ორი სარბოლო უქმეებია, რომელიც კარგად უნდა ჩავატაროთ. მე ვლიდერობ ჩემპიონატში და ეს პოზიცია სეზონის ბოლომდე უნდა შევინარჩუნო“, – განაცხადა უმცროსმა შუმახერმა T-Online-თან ინტერვიუში.

21 წლის მიკ შუმახერი მიმდინარე სეზონში ლიდერია გენერალურ კლასიფიკაციაში. ადრე იტყობინებოდნენ, ის შეიძლება მომავალ სეზონში ფორმულა 1-ის ამერიკული გუნდის „ჰაასის“ საპრიზო პილოტი გახდეს.

ფორმულა 2-ში დარჩენილია ორი ეტაპი: 27-29 ნოემბერს და 4-6 დეკემბერს.