მიკ შუმახერი ფორმულა 2-ში გადავიდა
მიკ შუმახერი ფორმულა 2-ში გადავიდა

გერმანელი ავტომრბოლი მიკ შუმახერი 2019 წლის სეზონში ფორმულა 2-ის სერიაში გამოვა. ამის შესახებ ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ვაჟმა „ტვიტერის“ მეშვეობით გვამცნო.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ გავაგრძელებ თანამშრომლობას საჯინიბო „პრემასთან“ და 2019 წელს, ფორმულა 2-ში ვიასპარეზებ“, – დაწერა უმცროსმა შუმახერმა.

გერმანელი წელი ფორმულა 3-ის ჩემპიონი გახდა.

2018 წელს, ფორმულა 2-ში ტიტული მოიპოვა ბრიტანელმა ჯორჯ რასელმა, რომელიც 2019 წელს, ფორმულა 1-ში “უილიამსის” ღირსებას დაიცავს.