მიკ შუმახერი ფორმულა 2-ის ჩემპიონი გახდა
მიკ შუმახერი ფორმულა 2-ის ჩემპიონი გახდა

ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის ვაჟი მიკ შუმახერი ჩემპიონი გახდა ფორმულა 2-ის სერიაში.

ჩემპიონატის ბოლო ეტაპი ბაჰრეინში გაიმართა და უმცროსმა შუმახერმა „პრემას“ მანქანით ბოლო რბოლაში მე-18 ადგილი დაიკავა. მისი მთავარი მეტოქე ტიტულისთვის ბრძოლაში, ბრიტანელი კალუმ აილოტი ფინიშზე მეათე მივიდა და ვერ შეძლო საერთო ჩათვლაში შუმახერის დაწევა.

გენერალურ კლასიფიკაციაში მიკმა 215 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე აილოტი გავიდა 201 ქულით, მესამე იყო იაპონელი იუკი ცუნოდა (200).

ორი წლის წინ, მიკ შუმახერმა ტიტული მოიგო ფორმულა 3-ის ჩემპიონატში. მომავალ წელს, ის ფორმულა 1-ში დაიწყებს კარიერას. გერმანელი ამერიკული საჯინიბო „ჰაასის“ წევრი გახდა.