მიკ შუმახერი ფერარის მადლიერია
მიკ შუმახერი ფერარის მადლიერია

ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერის ვაჟმა მიკ შუმახერმა ფერარის ხელმძღვანელის, მაურიციო არივაბენეს სიტყვებს კომენტარი გაუკეთა. იტალიელმა ჩინოვნიკმა შეაქო ახალგაზრდა გერმანელი და აღნიშნა, რომ ფერარის კარი მისთვის ყოველთვის ღიაა.

„კარგია, რომ ჩემი გამოსვლა ამგვარ აღიარებას იმსახურებს. შესანიშნავია, როცა ისეთი გუნდი ინტერესდება შენით, როგორიც არის ფერარი. ეს ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს. რაც შეეხება მომავალს, ცხადია, რომ კონცენტრირებული ვარ ევროპულ ფორმულა 3-ზე. განვიხილავთ გეგმებს ფორმულა 2-თან დაკავშირებით, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერია“, – აცხადებს უმცროსი შუმახერი „ნექსტგენ-აუტოსთან“ (Nextgen-Auto) კომენტარში.

მიკ შუმახერი ამ სეზონში ფორმულა 3-ში გამოდის და ჩემპიონატის ფინიშამდე სამი რბოლით ადრე ლიდერობს.