მიკ მილსს სურს, რომ ჯეიმს ჰარდენი „ფილადელფიაში“ გადავიდეს
მიკ მილსს სურს, რომ ჯეიმს ჰარდენი „ფილადელფიაში“ გადავიდეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ახალი სეზონის დაწყებამდე ტრადიციულად გუნდებში საკადრო ცვლილებები ხორციელდება. ყველაზე ხმაურიანი გაცვლა „ოკლაჰომამ“ და „ფინიქსმა“ განახორციელეს, რომლის მიხედვითაც კრის პოლი „სანსის“ წევრი გახდა. ამჟამად ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს ჯეიმს ჰარდენის საკითხი. „ჰიუსტონის“ ლიდერმა გუნდის შეცვლა მოითხოვა. ყველაზე რეალურ ვარიანტებად „ბრუკლინი“ და „ფილადელფია“ სახელდებიან.

ამერიკული მედიის წარმომადგენლები დევიდ ოლდრიჯი და კელი აიკო ამ თემასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ. The ATHLETIC-ის ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ჰარდენის ახლო მეგობარი, რეპერი მიკ მილსი ამჟამად ზრუნავს იმაზე, რომ ჰარდენი „ფილადელფიაში“ გადავიდეს. საინტერესოა, რომ ჰარდენი სწორედ ფილადელფიაშია დაბადებული.