მიდლტონის კარიერის საუკეთესო მატჩი - 51 ქულა „ვაშინგტონთან“ მოგებულ თამაშში (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერმა „მილუოკიმ“ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა. „ბაქსმა“ საკუთარ არენაზე „ვაშინგტონს“ უმასპინძლა და მეტოქე უპრობლემოდ, 151-131 დაამარცხა.

კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა კრის მიდლტონმა. მილუოკელთა ფორვარდმა 51 ქულა, 10 მოხსნა და ექვსი პასი მიითვალა. 34 ქულითა და 10 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა ერიკ ბლედსოუმ. იანის ანტეტოკუნმპოს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

„ვაშინგტონის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი ბრედლი ბილი იყო, რომელმაც 47 ქულა დააგროვა. 18 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი ჰქონდა ტომას ბრაიანტს.

შარლოტი – ნიუ იორკი 97-92

ფილადელფია – გოლდენ სტეიტი 115-104

კლივლენდი – ნიუ ორლეანი 111-125

ტორონტო – ატლანტა 130-114

მაიამი – ბოსტონი 101-109

მემფისი – დენვერი 104-96

დალასი – ფინიქსი 104 -133

ლეიკერსი – კლიპერსი (გადაიდო)