მფრინავი პორტუგალიელი - კრიშტიანო რონალდომ გოლი დაუჯერებელი სიმაღლიდან გაიტანა (ვიდეო)
იტალიის ჩემპიონატის მე-17 ტურში „იუვენტუსმა“ „სამპდორია“ საკუთარ მოედანზე მიიღო და ანგარიშით – 2:1 დაამარცხა.
ერთ-ერთი გოლის ავტორი ტურინელთა პორტუგალიელი ლეგიონერი კრიშტიანო რონალდო იყო, რომელმაც ბურთი თავით, დაუჯერებელი სიმაღლიდან გაიტანა. როგორც მოგვიანებით გაზომეს რონალდო თავი დარტყმისას მიწიდან 257 სანტიმეტრის სიმაღლეზე იყო.
კრიშტიანოს ფენომენალურ ნახტომს ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელები ამ მომენტის ვიდეოებით, ფოტოებით და სახალისო ფოტომონტაჟებით აჭრელდა.
„ის არ არის ადამიანი, ის უცხოპლანეტელია“, „მფრინავი ჰოლანდიელი არავის უნახავს, მაგრამ ვნახეთ მფირნავი პორტუგალიელი“, „კრიშტიანოს ნახტომი ჯორდანს შეშურდებოდა, ის კალათბურთშიც ვარსკვლავი იქნებოდა“ – წერენ სოციალურ ქსელებში.