3 ივნისს კაჭრეთში მინი წყალბურთში „ზუკას თასი“ გაიმართება. ტრადიციული ტურნირი, რომელიც უკვე მეთორმეტედ ტარდება, ზურაბ სახელაშვილის ხსოვნას ეძღვნება.
შეჯიბრი შერეული სისტემით, მინი წყალბურთის წესებით გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას „დინამო“, „ლოკომოტივი“, „თბილისი“, ზუკას მეგობრების გუნდი, „ზვიგენები“ და საქართველოს ეროვნული ნაკრები მიიღებენ.
შეჯიბრში გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი გადაეცემა. ასევე დაჯილდოვდებიან ტურნირის ბომბარდირი, საუკეთესო მოთამაშე და მეკარე