მეტოქის შეურაცხყოფისთვის, დეიან ლოვრენი ერთ სანაკრებო მატჩს გამოტოვებს
სოციალურ ქსელში ესპანეთის ნაკრებისა და სერხიო რამოსის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარების გაკეთებისთვის, ხორვატ დეიან ლოვრენს ერთი სანაკრებო მატჩის გამოტოვება მოუწევს. ასეთი გადაწყვეტილება უეფას სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო.
საქმე ეხება კომენტარებს, რომლებიც ლოვრენმა გასული წლის ნოემბერში, ხორვატიის მიერ ესპანეთის ეროვნული გუნდის 3-2 დამარცხების შემდეგ გააკეთა. მან ინსტაგრამზე ვიდეო განათავსა, რომელშიც ტრაბახობდა იმით, რომ სერხიო რამოსს იდაყვი ჩაარტყა, შემდეგ კი ესპანეთის ნაკრების მიმართაც თქვა შეურაცხმყოფელი სიტყვები.
უეფაში აცხადებენ, რომ ლოვრენი კონკრეტული დისციპლინარული წესის დარღვევის გამო დაისაჯა.
მატჩს, რომელსაც ლოვრენი გამოტოვებს, ხორვატიის ნაკრები სახლში აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართავს. ეს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაა.