“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი არსენ ვენგერის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. 1996-2013 წლებში ორი მწვრთნელი ერთმანეთს ტიტანურ ორთაბრძოლებში დაუპირისპირდა. გულშემატკივრებს განსაკუთრებით ინგლისის თასის ერთ-ერთი უდიდესი მატჩი – 1999 წლის ნახევარ ფინალი გაახსენდებათ.
“არსენ ვენგერი შესანიშნავი პიროვნებაა,” უთხრა ფერგიუსონმა ManUtd.com-ს. “მე არსენს და მის მიერ “არსენალში” გაწეულ შრომას უდიდეს პატივს ვცემ. მან ცხოვრების 22 წელი იმ საქმეს მიუძღვნა რომელიც უყვარს – ეს არსენის პროფესიონალიზმზე, ნიჭზე და მიზანდასახულობაზე კარგად მეტყველებს. იმ დროში, როდესაც მწვრთნელები კლუბებში ერთი ორი წლით ჩერდებიან, ვენგერის მიღწევა განსაკუთრებით შთამბეჭდავია. მას კარგი გაცილება ეკუთვნის. ყოველგვარი ეჭვის გარეშე შეიძლება ითქვას – არსენ ვენგერი პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელია და ვამაყობ, რომ ასეთი კაცის კოლეგა, მეტოქე და მეგობარი ვარ.”
“მანჩესტერ იუნაიტედი” “პრემიერ ლიგის” მომდევნო შეხვედრას “არსენალის” წინააღგმდეგ 29 აპრილს, “ოლდ ტრაფორდზე” გამართავს. არსენ ვენგერი “წითლებს” მესამოცედ დაუპირისპირდება (18 მოგება, 15 ფრე, 26 მარცხი).