მეთიუ დელავედოვა კარიერის დასრულებაზე ფიქრობს
მეთიუ დელავედოვა კარიერის დასრულებაზე ფიქრობს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2020-21 წლების რეგულარული სეზონი „კლივლენდმა“ მისაღები შედეგით დაიწყო. გუნდს 10 მოგება და 12 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში ჯერჯერობით მე-8 ადგილს იკავებს.

როგორც დღეს გახდა ცნობილი „კავალიერსის“ ვეტერანი გამთამაშებელი მეთიუ დელავედოვა კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა. აღნიშნული ინფორმაცია The Athletic-ის ჟურნალისტებმა ჯო ვარდონმა და კელსი რუსომ გაავრცელეს. წყარო იუწყება, რომ 30 წლის ავსტრალიელს ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

დეკემბერში დელავედოვამ ტვინის შერყევა მიიღო. მას შემდეგ დაახლოებით ორი თვე გავიდა, თუმცა ავსტრალიელს ვარჯიშების განახლება უჭირს. წყარო იუწყება, რომ თავად კალათბურთელს აქტიური სპორტისთვის თავის დანებება არ სურს. თუმცა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შესაძლოა მას ეს გადაწყვეტილება მაინც მიაღებინოს.

დელავედოვა „კლივლენდის“ წევრი 2016 წლიდან არის. ამის შემდეგ მან 2 წელი „მილუოკიში“ გაატარა, რის შემდეგაც კვლავ „კავალიერსს“ დაუბრუნდა. 2019-20 წლების რეგულარულში მეთიუმ 57 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.