მეტი სათამაშო დრო ბითაძეს - „ინდიანა“ ტერნერის გაშვებას გეგმავს #1TVSPORT
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ახალი სეზონი ოქტომბერში განახლდება. მანამდე კი გუნდებში სხვადასხვა საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს – გარდა დრაფტისა, რომელიც 23 ივნისს გაიმართება, კლუბები ახალი მოთამაშეების დამატებასა და გაცვლებს გეგმავენ. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსია“.
როგორც The Athletic-ის ჟურნალისტი იუწყება, „პეისერსის“ სასტარტო ცენტრით, მაილს ტერნერით „შარლოტ ჰორნეტსია“ დაინტერესებული და შესაძლოა, ამ გაცვლით უფრო მეტი სათამაშო დროის შანსი ქართველ კალათბურთელსაც გაუჩნდეს. bleacherreport-ის ცნობით, ტერნერის გარდა „ჰორნეტსს“ რუდი გობერისა და კლინტ კაპელას დამატებაც სურს.
26 წლის ცენტრთან ერთად, შესაძლოა, რიკ კარლაილის გუნდი დატოვოს მალკოლმ ბროგდონმაც, რომლის დამატებითაც „ნიუ იორკ ნიკსი“ და „ვაშინგტონ ვიზარდსია“ დაინტერესებული.
შეგახსენებთ, რომ წინა სეზონი „ინდიანა პეისერსმა“ წარუმატებლად დაასრულა – გუნდმა რეგულარულ სეზონში აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილი დაიკავა და პლეიოფში გასვლა ვერ მოახერხა.