Metaratings - მოსკოვის ცსკა თორნიკე შენგელიას ხელს არ შეუშლის #1TVSPORT
Metaratings - მოსკოვის ცსკა თორნიკე შენგელიას ხელს არ შეუშლის #1TVSPORT

თორნიკე შენგელიამ ცსკა დატოვა და საკუთარ ოჯახთან ერთად ესპანეთშია. ამ მოვლენასთან დაკავშირებით რუსული გამოცემა Metaratings მოსკოვური კლუბის პოზიციაზე წერს.

„გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ცსკა-ს ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვურ კლუბთან ხელშეკრულება ცალმხრივად გაწყვიტა. თუმცა ეს ინფორმაცია მისმა აგენტმა ნიკოს ვარლასმა უარყო.

Metaratings-ის ინფორმაციით, პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით კლუბი შენგელიას დაბრკოლებას არ შეუქმნის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ცსკა-ში 2020 წელს ესპანური ბასკონიიდან გადავიდა“.