„არსენალის“ ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა განაცხადა, რომ არ დატოვებს ლონდონურ კლუბს თავისი კონტრაქტის ამოწურვამდე, რომელიც 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
„ჩემი კონტრაქტი „არსენალთან“ 2021 წლის ზაფხულამდეა მოქმედებს და ამ დრომდე დავრჩები კლუბში. როცა ახალ ხელშეკრულებას ვაწერდი ხელს, ყველაფერი ძალიან კარგად მქონდა მოფიქრებული, ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. მე არ მინდოდა ერთი ან ორი წლით დარჩენა – მინდოდა ჩემი მომავალი დამეკავშირებინა „არსენალთან“ და კლუბსაც იგივე სურდა. ნებისმიერს აქვს რთული პერიოდები, როგორც ახლა მე, მაგრამ ეს არ არის პრობლემებისგან გაქცევის საბაბი. ვრჩები „არსენალში“ მინმუმ 2021 წლამდე“, – განაცხადა ინტერვიუში იოზილმა.
გერმანელი „არსენალში“ 2013 წლიდან თამაშობდა. კლუბში მას სამ-სამჯერ აქვს მოგებული ინგლისის თასი და სუპერთასი. დღეისთვის იოზილი იშვიათად ხვდება გუნდის სასტარტო შემადგენლობაში, რადგან ვერ ერგება „არსენალის“ მთავარი მწვრთნელის უნაი ემერის სისტემას.