მესის ქანდაკება ისევ დაამტვრიეს
მესის ქანდაკება ისევ დაამტვრიეს

„ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდის, ლიონელ მესის ქანდაკება ბუენოს აირესში კვლავ გახდა ვანდალიზმის მსხვერპლი.

ამჯერად უცნობებმა ქანდაკებას ფეხები მოამტვრიეს. პოლიციას ჯერჯერობით არ დაუდგენია დამნაშავეთა ვინაობა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში მესის ქანდაკების ზედა ნაწილი დაამსხვრიეს, რომელიც მოგვიანებით აღადგინეს.