მესის პატარ ფანმა არგენტინელი და მთელი ინტერნეტი აღაფრთოვანა თავისი ტექნიკით (ვიდეო)
ირანელმა პატარა ბიჭმა არათ ჰოსეინიმ ყველა განაცვიფრა სახლის პირობებში გატანილი საოცარი გოლით.
„ბარსელონას“ მაისურში გამოწყობილმა პატარა ფეხბურთელმა ფეხით აიგდო ბურთი, რამდენჯერმე აკენწლა და შემდეგ „მაკრატელათი“ გაიტანა.
„სალამი, ლიონელ მესი. მიყვარხარ“, – თქვა ბიჭმა ვიდეოს დასაწყისში.
ვიდეო ერთ დღე-ღამეში გავრცელდა სოციალურ ქსელებში და მოხვდა საფეხბურთო კლუბების, ფიფასა და სპორტული მასმედიის ოფიციალურ აკაუნტებზე.
ბიჭის შედევრი უყურადღებოდ არ დაუტოვებია ლიონელ მესისაც. არგენტინელმა შეაქო თავისი თაყვანისმცემელი და გაოცდა მისი თვისებებით.
„შესანიშნავი ტექნიკაა. შთამბეჭდავია!“ – უპასუხა არათს მისმა კერპმა.
ირანელს ბიჭს „ინსტაგრამში“ 2.8 მილიონი გამომწერი ჰყავს.