მესის მამა „ბარსელონას“ დაუკავშირდა, რათა ვაჟის კატალონიაში დაბრუნება განიხილოს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ლიონელ მესი, შესაძლოა, „ბარსელონაში“ დაბრუნდეს, – იტყობინება ჟურნალისტი ადრიან გრენიე.
წყაროს ცნობით, 34 წლის არგენტინელი ფეხბურთელის მამა კატალონური კლუბის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა, რათა დაბრუნების დეტალები განიხილოს.
მესი „პარი სენ-ჟერმენში“ 2021 წლის ზაფხულში გადავიდა მას შემდეგ, რაც „ბარსელონამ“ ვერ შეძლო ფორვარდთან კონტრაქტის გაგრძელება. ამ სეზონში არგენტინელმა 26 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, შვიდი გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.