„ბარსელონას“ თავდამსხმელ ლიონელ მესის საქველმოქმედო ფონდი ფინანსურ თაღლითობასა და გადასახადების გადაუხდელობაშია ეჭვმიტანილი, იუწყება „კონფიდენსიალი“ (El Confidencial). ამ ეტაპზე, წინასწარი სასამართლო პროცესი ბუენოს-აირესში მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო ფონდმა გამოიყენა მესის სახელი და რეპუტაცია კაპიტალის მოზიდვაში, რის შემდეგაც თანხა გადაეცა ოფშორულ ანგარიშებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ასეთი ღონისძიებები ჩატარდა არგენტინაში და ესპანეთში 2012 წლიდან 2014 წლამდე. და შემოწირულობების ჯამი 2 მილიონი დოლარია. საქველმოქმედო ფონდის სპონსორებს შორის იყო რამდენიმე მსხვილი კომპანია.
შეგახსენებთ, რომ მესის უკვე ჰქონდა პრობლემები გადასახადების გადაუხდელობის გამო. 2017 წელს მას 21 თვე მიუსაჯეს, მაგრამ 250 ათასი ევრო ჯარიმა გადაიხადა და პატიმრობას გადაურჩა.