„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი კმაყოფილია ფიზიკური ფორმით, რომელიც კატალონური კლუბის მოთამაშეებმა აკრიფეს ახალი მთავარი მწვრთნელის რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით.
არგენტინელი ფეხბურთელი დადებითად ახასიათებს ვარჯიშებს, რომელიც კუმანმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა შესთავაზეს ფეხბურთელებს.
შეგახსენებთ, რომ სეზონის წინ, მესი „ბარსელონადან“ გაშვებას ითხოვდა, მაგრამ შემდეგ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა.
კატალონელებმა ახალი სეზონი სამ მატჩში ორი მოგებითა და ერთი ფრით დაიწყეს.