„პარი სენ-ჟერმენისა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი 2021 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა, – ამტკიცებს პორტუგალიური ტელევიზია RTP. როგორც მან გაარკვია, არგენტინელს ორი დღის წინ აცნობეს იმის შესახებ, რომ პრესტიჟული ჯილდო სწორედ მას გადაეცემა.
იმასაც იტყობინებიან, რომ მესიმ უკვე მისცა ინტერვიუ ფრანგულ ჟურნალ France Football-ს, რომლის დაწესებულიც არის „ოქროს ბურთი“.
დაჯილდოვების ცერემონია 29 ნოემბერს, პარიზში გაიმართება. ლიონელ მესის კარიერაში ექვსჯერ აქვს მოგებული „ოქროს ბურთი“, რაც აბსოლუტური რეკორდია.