„მეიჯორ ლიგ სოკერმა“ (MLS) გამოაცხადა 2023 წლის რეგულარული სეზონის ლაურეატები.
„ინტერ მაიამის“ ფორვარდი ლიონელ მესი წარდგენილი იყო საუკეთესო დებიუტანტის პრიზზე. ამ ნომინაციაში გაიმარჯვა „ატლანტა იუნაიტედის“ ფორვარდმა, გეორგიოს იაკუმაკისმა. მან 28 მატჩი ჩაატარა რეგულარულ სეზონში და 17 გოლი გაიტანა, რითიც ლუსიანო აკოსტასთან ერთად ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
შეგახსენებთ, რომ მესი 30 ოქტომბერს „ოქროს ბურთის“ რვაგზის მფლობელი გახდა.