„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ, შესაძლოა, ლა ლიგას სასტარტო მატჩებში ვერ ითამაშოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ფეხბურთელი არგენტინის ნაკრებში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება. ამის შესახებ „მუნდო დეპორტივო“ იტყობინება.
კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პოტოკოლის თანახმად, ახალ ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში, ადამიანმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიაროს. ასე რომ, თუ მესი ნაკრებში თამაშს გადაწყვეტს, მას არგენტინაში გამგზავრება საკვალიფიკაციო მატჩებამდე ორი კვირით ადრე მოუწევს.
ასეთ შემთხვევაში, მესი ვერ დაეხმარება „ბარსელონას“ „ვილიარეალის“, „სელტასა“ და „სევილიას“ წინააღმდეგ მატჩებში.
არგენტინის ნაკრებს 8 ოქტომბერს ელოდება მატჩი ეკვადორის წინააღმდეგ, 13 ოქტომბერს კი ბოლივიას შეხვდება.