„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ, რომელმაც დაზიანება მიიღო ესპანეთის მეექვსე ტურში „ვილიარეალის“ წინააღმდეგ, შესაძლოა, ვერ ითამაშოს ლა ლიგას მომდევნო ტურის მატჩში „ხეტაფეს“ წინააღმდეგ.
„ვილიარეალთან“ 32 წლის არგენტინელმა პირველად ითამაშა ამ სეზონში ძირითად შემადგენლობაში და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა, თუმცა, შესვენებაზე ტრავმის გამო შეცვალეს.
„ბარსას“ კაპიტანს სამედიცინო შემოწმება ელოდება, რის შემდეგაც მიიღებენ გადაწყვეტილებას „ხეტაფეს“ წინააღმდეგ მეშვიდე ტურში თამაშის შესახებ. მატჩი 28 სექტემბერს უნდა გაიმართოს.