„ბარსელონას” კაპიტანმა ლიონელ მესიმ, შესაძლოა, თავისი გუნდის პირველი მატჩი გამოტოვოს სეზონის განახლების შემდეგ.
ტელეკომპანია El Chiringuito-ს ინფორმაციით, არგენტინელი დისკომფორტს განიცდის ბარძაყის კუნთში და კლუბი ვერ იძლევა მესის მინდორზე გასვლის გარანტიას. ოთხშაბათს, არგეტინელმა გამოტოვა გუნდური ვარჯიში. 32 წლის ფორვარდი სატრენაჟორო დარბაზში ინდივიდუალურად ემზადებოდა.
ესპანეთის ჩემპიონატი 11 ივნისს უნდა განახლდეს. პაუზის შემდეგ თავის პირველ შეხვედრას „ბარსელონა” 13 ივნისს, სტუმრად „მალიორკას” წინააღმდეგ გამართავს.