„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ თავისი გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ კიკე სეტიენს „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდის სერხიო აგუეროს შეძენა ურჩია. ამის შესახებ ინგლისურმა „მირორმა“ დაწერა ესპანურ პრესაზე დაყრდნობით.
სეტიენის დანიშვნის შემდეგ, 61 წლის სპეციალისტსა და მესის შორის პირადი საუბარი შედგა, რომლის დროსაც ფეხბურთელმა განაცხადა, რომ აგუერო იდეალური კანდიდატია ლუის სუარესის შემცვლელად, რომელიც ტრავმის გამო ოთხი თვით გამოვიდა მწყობრიდან.
ამ სეზონში 31 წლის აგუერომ 21 ოფიციაურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 18 გოლი გაიტანა. მისი კონტრაქტი „სიტისთან“ 2021 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.