„ინტერ მაიამისა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდმა ლიონელ მესიმ პარფიუმის საკუთარი ხაზი შექმნა – Messi Fragrances. პირველი არომატი გახდა Leo Messi Eau De Parfum, რომელიც გაყიდვაში 10 ოქტომბერს გამოვიდა.
„ყოველთვის გატაცებული ვიყავი პარფიუმით და ძალიან მოხარული ვარ საკუთარი საფირმო არომატის შექმნით. ეს მართლაც უნიკალური და აღმაფრენის მომცემი არომატია პერსონალიზებულ ფლაკონში ყველა თაყვანისმცემლისთვის მთელს მსოფლიოში“, – განაცხადა მესიმ.
Leo Messi Eau De Parfum-ის 100-მილიგრამიანი ფლაკონის ღირებულება 105 დოლარს შეადგენს.