მესიმ რონალდუ თავის საუკეთესო სამეულში შეიყვანა, კრიშტიანუმ მესი - არა
მესიმ რონალდუ თავის საუკეთესო სამეულში შეიყვანა, კრიშტიანუმ მესი - არა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა ხმის მიცემის დაწვრილებითი შედეგები წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე.
ცნობილი ხდება, რომ კრიშტიანუ რონალდუმ პირველ ადგილზე დააყენა რაფაელ ვარანი, მეორეზე – ლუკა მოდრიჩი, მესამეზე – ანტუან გრიზმანი,
ლიონელ მესის არჩევანი კი ასეთი იყო – მოდრიჩი, კილიან მბაპე, კრიშტიანუ რონალდუ.

არგენტინელმა პირველად შეიყვანა თავის სამეულში პორტუგალიელი.

თავად წლის ფეხბურთელის, ლუკა მოდრიჩის სამეული ასეთია: ვარანი, რონალდუ და ანტუან გრიზმანი.