მესიმ რონალდოს მორიგი დუელი მოუგო - MLS-მა საუდის არაბეთს გაუსწრო მატჩების ტელეაუდიტორიის რაოდენობით #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის შორის დაპირისპირება გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელები სხვადასხვა კონტინენტზე თამაშობენ.
ირკვევა, რომ არგენტინელის თამაში ფეხბურთის გულშემატკივრებს უფრო მეტად აინტერესებთ. ლიგების თასზე ნახევარფინალურმა შეხვედრამ „ინტერ მაიმისა“ და „ფილადელფია უნიონს“ შორის უფრო მეტი მაყურებელი (930 მილიონი) შეკრიბა, ვიდრე საუდის არაბეთის ჩემპიონატის პირველი ტურის ყველა მატჩმა ერთად (340 მილიონი).
ლიგების თასის ფინალში „ინტერ მაიამი“ „ნეშვილს“ შეხვდება. მატჩი 20 აგვისტოს, თბილისის დროით დილის 4 საათზე დაიწყება. ფინალს უმასპინძლებს „ნეშვილის“ საშინაო არენა Geodis Park-ი, რომელიც 30 ათას მაყურებელს იტევს.
ლიგების თასი (Leagues Cup) საკლუბო ტურნირია, რომელშიც თამაშობენ კლუბები აშშ-დან და მექსიკიდან. წლევანდელი წლიდან ის ოფიციალურად ტარდება კონკაკაფ-ის ეგიდით. გუნდები, რომლებიც Leagues Cup-ზე პირველ სამ ადგილს დაიკავებენ, ავტომატურად მოხვდებიან კონკაკაფ-ის ჩემპიონთა თასზე. ასე რომ, ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ თავის ისტორიაში პირველად ითამაშებს ჩრდილოეთ ამერიკის მთავარ საკლუბო ტურნირზე.