მესიმ ნეიმარს „სიტიში“ გადასვლა ურჩია
მესიმ ნეიმარს „სიტიში“ გადასვლა ურჩია

ესპანური გამოცემა Don Balon-ის ინფორმაციით, „ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ თავის ყოფილ თანაგუნდელს, „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს ნეიმარს „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა ურჩია. გარდა ამისა, არგენტინელის მეორე რჩევა იყო – „რეალის“ წინადადებაზე უარის თქმა.

აღნიშნავენ, რომ ლიონელ მესი აღფრთოვანებულია კატალონელთა ყოფილი მწვრთნელის პეპ გვარდიოლას „სიტიში“ მუშაობით. მისი აზრით, ნეიმარისთვის ზედგამოჭრილია მანჩესტერული კლუბის სათამაშო სტილი.

ამჟამად, 26 წლის ნეიმარი აღდგენით კურსს გადის 25 თებერვალს მიღებული ტრავმის გამო. მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი დაახლოებით სამ კვირაში გახდება ცნობილი.