„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი აგრძელებს ბიზნესში თანხების ინვესტირებას.
როგორც ესპანურმა გაზეთმა AS-მა დაწერა, არგენტინელმა შეიძინა მეხუთე სასტუმრო, რომელიც ანდორაში მდებარეობს. მესის გააჩნია სასტუმროების საკუთარი ქსელი (MiM), რომელსაც, თავის მხრივ, მართავს Majestic Hotel Group. ამ კომპანიის ხელმძღვანელია ლეოს ძმა როდრიგო მესი. რემონტის შემდეგ, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს სახელწოდება იქნება – MiM Andorra.
MiM-ის ბრენდს ეკუთვნის სასტუმროები სიჯესში და სამთო კურორტ ბაკეირა ბერეტში (კატლონია), აგრეთვე, იბიცასა და მალიორკაზე.