„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ საზეიმო ცერემონიაზე „ოქროს ბუცი“ მიიღო. 2017-18 წლების სეზონში, არგენტინელმა 34 გოლი გაიტანა ესპანეთის ჩემპიონატში.
მესისთვის ეს არის სარეკორდო მეხუთე ჯილდო. ოთხჯერ აქვს მოგებული ეს პრიზი კრიშტიანუ რონალდუს.
ლიონელ მესის „ოქრო ბუცი“ შემდეგ წლებში აქვს მოპოვებული:
2009/10 – 34 გოლი
2011/12 – 50 გოლი
2012/13 – 46 გოლი
2016/17 – 37 გოლი
2017/18 – 34 გოლი
„ოქროს ბუცი“ ევროპის ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს გადაეცემა.