მესიმ, მბაპემ და ნეიმარმა „პარი სენ-ჟერმენის“ ახალი ფორმა წარადგინეს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენმა“ 2023/24 წლების სეზონისთვის გუნდის ახალი ფორმა წარადგინა, რომელიც პირველებმა მესიმ, ნეიმარმა და მბაპემ მოირგეს.
„ახალი მაისური ახლებური ინტერპრეტაციაა იმ ფორმის, რომელსაც 2000-იანი წლების დასაწყისში ჩვენი კლუბის ფეხბურთელები ატარებდნენ და ეფექტური დიზაინით გამოხატავს „პარი-სენ ჟერმენის“ ხასიათს. წითელი, თეთრი და ლურჯი ფერები შთაგონებულია საფრანგეთის დროშით, რადგან პსჟ სფრანგეთის ყველაზე წარმატებული გუნდია“, – ნათქვამია პარიზული კლუბის განცხადებაში.