„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ კატალონური კლუბის ახალ მთავარ მწვრთნელთან რონალდ კუმანთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის უფრო მეტად საკუთარ თავს „ბარსელონას“ მიღმა ხედავს, ვიდრე მის შემადგენლობაში. ამის შესახებ კატალონური რადიო RAC1 იტყობინება.
ნიდერლანდელისა და არგენტინელის შეხვედრისას, კუმანმა მესის მოუყვა მომავალ სეზონთან დაკავშირებული საკუთარი პროექტის შესახებ, მაგრამ მესიმ უკმაყოფილება გამოთქვა გუნდში არსებული სიტუაციის გამო და მიანიშნა მწვრთნელს, რომ ამ მომენტისთვის ვერ ხედავს „ბარსელონაში“ საკუთარ მომავალს.
„ბარსელონა“ პირველად 2007-08 წლების სეზონის შემდეგ, უტიტულოდ დარჩა, რის შემდეგაც გავრცელდა ჭორები მესის გუნდიდან წასვლის შესახებ.