მესიმ კასილიასის რეკორდი გაიმეორა
მესიმ კასილიასის რეკორდი გაიმეორა

ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩში ბარსელონამ კატალონიურ დერბიში ესპანიოლი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ეს გამარჯვება ლიონელ მესისთვის, რომელმაც დუბლი გაიფორმა, ესპანეთის ჩემპიონატში 334-ე გახდა.

არგენტინელი ამ მაჩვენებლით მადრიდის რეალის ყოფილ და ამჟამად პორტუს მეკარეს, იკერ კასილიასს გაუთანაბრდა და მისი რეკორდი გაიმეორა.