მესიმ ის სამი ფეხბურთელი დაასახელა, რომელთა ხილვაც ბარსელონაში სურს
მესიმ ის სამი ფეხბურთელი დაასახელა, რომელთა ხილვაც ბარსელონაში სურს

ბარსელონას ფორვარდმა ლიონელ მესიმ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე კატალონური გრანდის მუშაობის საკუთარი ხედვა წარმოადგინა. როგორც ცნობილი გამოცემა დონ ბალონი წერს, არგენტინელის სურვილი სამი პოზიციის გაძლიერებაა. ლაპარაკია მეკარეზე, ცენტრალურ მცველსა და ფორვარდზე.

მესის მეკარის პოზიციაზე იდეალურ ვარიანტად აიაქსის გოლკიპერი ანდრე ონანა ეჩვენება, რომელიც უკვე იმყოფებოდა კატალონური კლუბის სისტემაში. დიდი ალბათობით, ბარსელონას დატოვებს იესპერ სილესენი, რომელიც გერმანელი მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შემდეგ, მეორე მეკარეა.

ცენტრალურ მცველებს შორის პრიორიტეტულია მატიეს დე ლიხტი აიაქსიდან. შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე ბარსელონამ ამსტერდამული კლუბიდან შეიძინა ფრენკი დე იონგი.

რაც შეეხება ფორვარდის პოზიციას, ესპანეთის ჩემპიონი განიხილავს ლუკა იოვიჩისა (აინტრახტი) და ირვინგ ლოსანოს (ეინდჰოვენი) კანდიდატურებს.