არგენტინელმა ფორვარდმა, ლიონელ მესიმ დაადასტურა, რომ „ინტერ მაიამიში“ გადადის.
„მე მივიღე გადაწყვეტილება მაიამიში გადასვლის შესახებ. ჯერ არ ვარ დარწმუნებული, რომ გარიგება 100 პროცენტით დახურულია, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, გეზი იქით ავიღოთ“, – განაცხადა ფეხბურთელმა. მესის ბოლო კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“ იყო, რომელიც რამდენიმე დღის წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.