მესიმ „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გაგრძელება გადაწყვიტა #1TVSPORT
მესიმ „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გაგრძელება გადაწყვიტა #1TVSPORT

ფორვარდი ლიონელ მესი „ბარსელონაში“ დარჩენას აპირებს.

რადიო COPE-ს ეთერში გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინელმა აცნობა კლუბის პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას იმის შესახებ, რომ კონტრაქტის გაგრძელების წინადადება მიიღო.

აღნიშნავენ, რომ ხელშეკრულება ერთი წლით გახანგრძლივდება, მომდევნო სეზონში – კიდევ ერთ წლით.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ მესი „ბარსელონაში“ ოთხ წელიწადში 240 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ორ წელს ის მოთამაშის რანგში გამოიმუშავებს, კიდევ ორს – ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩის სტატუსით.