„ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი ახლოს არის კატალონური კლუბიდან წასვლასთან.
33 წლის არგენტინელმა უკვე შეატყობინა თავისი სურვილის შესახებ ხელმძღვანელობას. მესის სავარაუდო გადაწყვეტილება უკავშირდება „ბარსელონას“ ცუდ მართვასა და გუნდის ცუდ შედეგებს.
„ბარსელონას“ ერთ-ერთმა ტოპ-მენეჯერმა Esporte Interativo-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „არასოდეს მინახავს მესი ასეთი მტკიცე, როცა ის კლუბიდან სავარაუდო წასვლაზე ლაპარაკობდა“.
იმისთვის, რომ მესი შეინარჩუნოს, „ბარსელონას“ მენეჯმენტმა მძლავრი სპორტული პროექტი უნდა წარუდგინოს კაპიტანს. ამ ყველაფრის შესახებ წერს ბრაზილიელი ჟურნალისტი მარსელო ბეხლერი, რომელიც ბარსელონაში ცხოვრობს. 2017 წელს, სწორედ ამ რეპორტიორმა დაწერა ნეიმარის გადასვლის შესახებ „პარი სენ-ჟერმენში“.
მესის კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2021 წლის ივნისამდეა ძალაში. მის გამოსასყიდ თანხად მითითებულია 700 მილიონი ევრო. არგენტინელს უკვე 2021 წლის იანვარში შეეძლება სხვა გუნდებთან შეთანხმების მიღწევა.
ლიონელ მესის ხელში ჩაგდების მთავარ პრეტენდენტად მილანის „ინტერი“ მიიჩნევა. ცნობილია, რომ ფეხბურთელმა უკვე შეიძინა ბინა მილანში.